Friday, May 21, 2010

კომპიუტერული თამაშები - სახიფათო თუ სასარგებლო?

მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოპოვებული მასალის მიხედვით დაადგინონ რას ნიშნავს იყოს ადამიანი დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე, რამდენად სწორად, საჭიროებისამებრ იყენებს იგი კომპიუტერს. არსებობს თუ არა სასარგებლო ან სახიფათო თამაშები და რამდენად საზიანო ან დადებითია იგი ჩვენი ფსიქიკისა თუ ჯანმრთელობისათვის.

პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში; მოძიებული მასალის დახარისხებას; გუნდურად მუშაობას და ერთობლივად მსჯელობას, ანალიზისა და დასკვნის გამოტანას.

მიზნები და შედეგები: მოსწავლეები ჩაატარებენ სტატისტიკურ კვლევას, გამოარკვევენ როგორ და როდის გახდა ადამიანი ერთგვარად დამოკიდებული თამაშებზე; მოიწვევენ ფსიქოლოგს, მშობლებს, გააცნობენ მათ მოძიებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით და მათთან ერთად იმსჯელებენ საკითხის ირგვლივ.

შეფასების საგანი და პროცედურები: ჯგუფური შეფასებისას გათვალისწინებული იქნება, რამდენად საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს მოსწავლეებმა, როგორ წარმოადგინეს მოძიებული მასალა - ზეპირად თუ ჩაატარეს რაიმე წერითი სამუშაოები; გამოიყენეს მხოლოდ ისტ თუ ბიბლიოთეკა. პროექტის დასკვნით დღეს ფსიქოლოგთან და მშობლებთან ურთიერთობისას რამდენად სწორად დასმული და მრავალფეროვანი შეკითხვებით იყვნენ მომზადებულები. შეფასდება ასევე მათი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ.

მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: უნდა იცოდნენ ინტერნეტში ძიება, პრეზენტაციის მომზადება, მუშაობა საოფისე პროგრამებში.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:

No comments:

Post a Comment